სტუდენტური დღეების დახურვა
07 ივლისი,20223 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა "სტუდენტური დღეები 2022"-ის დახურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტში არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და მხიარულთა და საზრიანთა კლუბი.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საუნივერსიტეტო სიახლეებზე, სტუდენტურ პროექტებსა და აქტივობებზე, რის შემდეგაც, „სტუდენტური დღეები 2022“-ის ფარგლებში ჩართულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის განმავლობაში სტუდენტრი დღეების ფარგლებში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება მოეწყო, რომელში გამარჯვებული და მონაწილე სტუდენტებისთვის დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება სემესტრის ბოლოს.
„სტუდენტური დღეები 2022“-ის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდა ყარსის უნივერსიტეტის დელეგაცია.