სტუდენტური დღეების დახურვა
29 ივნისი,20152015 წლის 25 ივნისს ატენის ხეობაში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა „სტუდენტური დღეები 2015“. ღონისძიების დაწყებამდე მოეწყო ინფრასტრუქტურა. ჩატარდა მხიარული სტარტები, მოეწყო ფლეშ მობი, ღონისძიება გახსნა გორის საჯარო სკოლების ნაკრებმა გუნდმა “კრეატივმა“, ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები, იყო როგორც საესტრადო, ასევე ხალხური სიმღერები, უნივერსიტეტთან არსებულმა სტუდენტურმა თეატრმა წარმოადგინა ეტიუდები კ. ბუაჩიძის პიესიდან „მკაცრი ქალიშვილიები“. ღონოსძიების დასასრულს გაიმართა დაჯილდოება სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გადასცა სიგელები სტუდენტებს სტუდენტურ დღეებში აქტიურობისთვის, ასევე გადაეცათ უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები ფაკულტეტის დეკანებს. სტუდენტური დღეების დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. აინთო კოცონი და გაიმართა საღამოს ლანჩი. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.