სტუდენტური დღეები 2016
16 აპრილი,2016
15 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2016“ " სტუდენტური ეტალონით" გაიხსნა. სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ასევე სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო „ეტალონის“ სამომავლო გეგმები და შესთავაზა თბილისში, სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, "ეტალონი 2016"-ის ფინალში მონაწილეობის მიღება.
ინტელექტ შეჯიბრში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ მუსიკალური ნომრები. თამაში საინტერესოდ წარიმართა, ახალგაზრდები პირველობისთვის ერკინებოდნენ ერთმანეთს. "ეტალონი სტუდენტი" დაძაბული ფინალის შედეგად გამოვლინდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ ეტალონი სტუდენტი“-ის სტატუსს სოციალურ მეცნიერებათა ,ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ვალერი ხუციშვილი დაეუფლა.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები,ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ბატონ გოჩას აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საფუძველია იმისა, რომ უნივერსიტეტისა და "ეტალონის" მეგობრობა და თანამშრომლობა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ჩვენი პარტნიორობა საინტერესო სახეს მიიღებს, სტუდენტები ჩაერთვებიან სხვადასხვაგვარად პროექტებსა და სამომავლო გეგმებში.