სტუდენტური ბანაკი
01 მარტი,2017გორის უნივერსიტეტში აკადემიურ საგანმანათლებლო პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა შემოქმედებითი ცხოვრება. სტუდენტებისთვის უფასოდ ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები და კლუბები.
გორის უნივერსიტეტის მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.
ასეთი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, უნივერსიტეტმა მოაწყო სტუდენტური ბანაკი დაბა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარეობს 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ორ ნაკადად. ბანაკში გაერთიანებულია ესტრადის, მუსიკალური ბენდის, ქართული ხალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ესტრადის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ასევე სტუდენტური თეატრისა და თვითმართველობის წევრები. ჯამში ბანაკში მონაწილეობას იღებს 60-მდე სტუდენტი.
დღის განმავლობაში სტუდენტები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები. ყოველი დღის ბოლოს სტუდენტები საკუთარი ინიციატივით აწყობდნენ შემოქმედებით საღამოებს.