სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
28 ივნისი,20222022 წლის 28 ივნისს, ჰიბრიდული ფორმატით, ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 87 ავტორის/თანაავტორის 84 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.