სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
24 ივნისი,20212021 წლის 24 ივნისს დისტანციური ფორმით ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 81 ავტორის/თანაავტორის 92 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.