სტუდენტთა შეხვედრა პროგრამის ხელმძღვანელთან
28 თებერვალი,201928 თებერვალს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შეხვედრა პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ მარინე ცერცვაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი; ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, პროფესორები მამუკა ჯოლბორდი და მარიამ კობერიძე, ასევე სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს სამაგისტრო ნაშრომის გაფორმების სტანდარტებზე, შინაარსზე, პლაგიატზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.