სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
24 მაისი,201924 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური სწავლება სკოლაში და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნელი ჭამპურიძემ; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იზოლდა ბუხულეიშვილმა; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა ქურდაძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნატო ქობულაძემ და იაგორ ბალანჩივაძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 31 ავტორის 24 ნაშრომი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, კონფერენციის დასრულების შემდეგ მპნაწილეები გამგზავრნენ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დასათვალიერებლად.