სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი,2026

2026 წლის 23 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრებს მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა. ბატონმა რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში დამსწრეთ სასიხარულო სიახლეც გაუზიარა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი საბა საბაშვილი 2026 წლის 22 ივნისს ბერლინის, ახალგაზრდებს შორის, ევროპის თასის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი ყაზიშვილი.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 130-ზე მეტი მოხსენება, შემდეგ სექციებში:

  • განათლება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი;
  • ტურიზმი;
  • ქართული ენა;
  • ქართული ლიტერატურა;
  • უცხოური ენა და ლიტერატურა;
  • ისტორია;
  • ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სოციალური მეცნიერებანი;
  • სამართალი და საჯარო მმართველობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 23 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე...

23 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

საჯარო ლექცია

18 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:

18 ივნისი, 2026 სრულად ნახვა