სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
19 თებერვალი,20212021 წლის 19 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ინიციატივით, დისტანციურ რეჟიმში, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები".
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 31 სტუდენტის 28 ნაშრომი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მ/შ, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ნინო ორჯონიკიძე, კონფერენციის თანახელმძღვანელი პროფესორი გიული გიგუაშვილი, ასევე კათედრის პროფესორები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.