სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკა და ბიზნესი"
06 თებერვალი,20202020 წლის 06 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 28 ავტორის/თანაავტორის 19 მოხსენება.
დასასრულს, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები