სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
18 ნოემბერი,20152015 წლის 17 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი მომღერლები: ზურაბ დოიჯაშვილი, მერაბ ვარდოსანიძე და ტატო გოდერძიშვილი.
სტუდენტებს, სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა დიმიტრი გოგიაშვილმა და ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებისთვის გაიჭრა ტორტი და საღამო დასრულდა სტუდენტებისათვის ტკბილეულით გამასპინზლებით.