სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 მაისი,2018


24 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე და სტუდენტებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს სოციალურ მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თეა ხორგუაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. სულ წარმოდგენილი იყო 34 მომხსენებლის 27 ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა