სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია
04 ოქტომბერი,20172017 წლის 3 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტმა უმასპინძლა სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციას, რომელშიც, ტრადიციულად, მასპინძლების გარდა, მონაწილეობდნენ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების, სამართლის, ინჟინერიის.
ჩვენი უნივერსიტეტიდან მოხსენებებით წარსდგნენ: მიხეილ ხადური (ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ლიპარტელიანი), მარიამ ყულუმბეგაშვილი და მარიამ მსხალაძე (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი), თამუნა აბუსელიძე და მანონი გიგაური (ხელმძღვანელი - პროფესორი გიული გიგუაშვილი) - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიდან, ნინო გალაშვილი (ხელმძღვ. პროფესორი ნელი გოგინაშვილი) განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და მარიამ ბერუაშვილი (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სრულ მოხსენებათა კრებული, ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.