სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
29 მაისი,2021სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 28 მაისს ჩატარდა სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები განათლებაში“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ხელმღვანელი, პროფ. ნელი ჭამპურიძე, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლელა ალექსიძე, პროფ. მანანა მიჩიტაშვილი, პროფ. ნოდარ მირაზანაშვილი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. იზოლდა ბუხულეიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. თინათინ ფირჩხაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. იაგორ ბალანჩივაძე.
წარმოდგენილი თემები ეხებოდა თანამედროვე განათლების აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის დასასრულს დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.