სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
07 თებერვალი,20202020 წლის 07 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სამართლის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ივანე ბალახაშვილი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან 27-მა ავტორმა/თანაავტორმა კონფერენციაზე წარმოადგინა 23 მოხსენება. დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.