სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
08 ივნისი,20212021 წლის 8 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის და კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
კონფერენციაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიამ შერაზადიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი თეა ხორგუაშვილი, კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიული გიგუაშვილი.
წარმოდგენილი იყო 28 მოხსენება. კონფერენცია ჩატარდა ელექტრონული პლატფორმის (zoom.us) მეშვეობით.