სტუდენტთა მეოთხე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია
06 მაისი,20175 მაისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეოთხე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები".
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და წარმატება უსურვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. პლენარულ სხდომაზე მონაწილეებს ასევე მისელამნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორები: თეა ხორგუაშვილი, მარიკა შერაზადიშვილი და ციური დურული, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა შონია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოთცდათოთხმეტი ნაშრომი.
კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს გორის სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.