სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია
17 ივნისი,20162016 წლის 17 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან, თბილისის ღია სასწავლო უნივერსტეტთან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია „საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები XXI საუკუნეში“. კონფერენცია გახსნა და კონფერენიის მონაწილეებს წარმატებები უსურვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აგრეთვე თბილისის ღია სასწავლო უნივერსტეტის რექტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი, თბილისის სასწავლო უნიერსიტეტის ხარისხის უხრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი დავით გუბელაძე და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძე. კონფერნიაზე წარმოდგენილი გახლდათ ოთხივე უნივერსიტეტის 20 სტუდენტის 20 მოხსენება შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინჟინერია. კონფერენციის დასრულების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.