სტუდენტთა მეორე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
05 დეკემბერი,2014
2014 წლის 5 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეორე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. პლენარულ სხდომაზე სტუდენტებს მიმართეს გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ აბრამიშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა.
კონფერენციაზე მოისმინეს 25 მოხსენება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.