სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“.
20 დეკემბერი,20232023 წლის 20 დეკემბერს ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ, უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაურა ელიაურმა.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 119 ავტორის/თანაავტორის 91 მოხსენება 8 სექციაში: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის, განათლებისა და პედაგოგიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის, სპორტისა და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.