სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
11 ივნისი,201911 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც კონფერენციაში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. სტუდენტებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 57 მოხსენება 11 სექციაში.