სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
06 ივნისი,20176 ივნისს გორის უნივერსიტეტში გაიხსნა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს მიულოცა კონფერენციის გახსნა, უსურვა წარმატებები და გააჟღერა ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს უნივერსიტეტი დაუფინანსებს ექსკურსიას.
სტუდენტებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 61 მოხსენება, რომლებიც გადანაწილდა 11 სექციაში.