სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია ,,უნივერსიტეტი-სკოლებისათვის“
29 მაისი,2020სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია ,,უნივერსიტეტი-სკოლებისათვის“
2020 წლის 29 მაისს ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი ონლაინ კონფერენცია ,,უნივერსიტეტი-სკოლებისათვის“.
კონფერენციაში მონაწილეობდა გორის, კასპისა და ხაშურის 17 საჯარო სკოლისა და გიმნაზიის 22 მოსწავლე, რომელთაც ხელმძღვანელობას უწევდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 18 სტუდენტი.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილი.
კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად: ისტორიის, ქართული, ინგლისური და რუსული ენა-ლიტერატურის.
აღსანიშნავია კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.
თემების განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა სექციების ხელმძღვანელებისგან მიიღეს სასარგებლო რჩევები და მითითებები, რომელიც აუცილებლად წაადგებად შემდგომში საკვლევი მასალისა და თემის წერისას.