სტუდენტებთან შეხვედრა
07 ოქტომბერი,20152015 წლის 7 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო შეფასების ახალ სისტემაზე (ქვიზებზე) გადასვლას. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც რექტორმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.