სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
14 ნოემბერი,2022საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას.
მიმდინარე წელს პირველად პროგრამის ბენეფიციარები დაფინანსებისთვის რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულ პორტალზე. სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია გაამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრირების ვადებს.
აღნიშნული პროცედურის გაცნობის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი.