სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
15 მაისი,2023
სკრის საჯარო სკოლის დირექტორის, ლანა ფერაძისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნელი ჭამპურიძის ინიციატივით, გორის უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში, მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ბავშვთა შრომის პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრობლემის სირთულის მიმართ კრიტიკული მიდგომის განვითარება; სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიების პროცესში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.