სპორტული მარათონი
11 მაისი,201611 მაისს "სტუდენტური დღეები 2016" და "ევროპის დღეები 2016" ფარგლებში გორის უნივერსიტეტის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმრთა სპორტული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მოხალისეები, შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი დაიკავა გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ივანე გაბოძემ, II ადგილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ქვრივიშვილმა, III ადგილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაშა ღონღაძემ. ნომინაცია „მარათონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე“ გადაეცა ევროკავშირის გორის ოფისის წამომადგენელს. დაჯილდოვდნენ მარათონის აქტიური მონაწილეები.
გამარჯვებულები დააჯილდოვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც ისაუბრა ერთობლივი პროექტის მთავარი გზავნილის შესახებ „სტუდენტური დღეები“ და „ევროპის დღეები“ ესაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. გიორგი ხორბალაძემ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს.