სპორტი
23 დეკემბერი,2015გორის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტების რიცხვს შეემატა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე ქრისტესიაშვილი, რომელმაც საქართველოს პირველობაზე კრივში 10 დეკემბერს მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ამავე სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი რევაზიშვილი, რომელმაც 13 დეკემბერს მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა თავისუფალ ჭიდაობაში.