სპეციალურმა კომისიამ შეარჩია სტუდენტები პოლონეთში სასწავლებლად

08 მარტი,2017

გორისა და ვარშავის უნივერსიტეტეტების თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი ნაკადი შეარჩია, რომლებიც სასწავლებლად პოლონეთში გაემგზავრებიან.
შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ პოლონურ ენას და სურვილი გამოთქვეს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა ვარშავის უნივერსიტეტში გაიარონ, ასევე მოხდა საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შერჩევაც. კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოში პოლონეთის საელჩოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელი მაგდა გროდეცკა. წევრები იყვნენ პოლონური ენის პედაგოგი აგნიეშკა გურალსკა და გორის უნივერსიტეტში ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო რეზრიჩენკო.
ვარშავის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამისთვის შეირჩნენ მარიამ ისპირიანი და ქეთევან ბერიანიძე.
ხოლო საერთაშორისო სამართლის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამისთვის კომისიამ რეკომენდაცია გაუწია ნათია ფარეხელაშვილს.

აღსანიშნავია, რომ კომისიის ხელმძღვანელი კმაყოფილი დარჩა გორელი სტუდენტების მომზადებით და მათი მოტივაციით, სწორედ ამ მიზეზით მათ, პოლონეთის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. სამაგისტრო პროგრამისთვის იბრძოლებენ ანა მაყიშვილი და თაკო შოთნიაშვილი, საზაფხულო სკოლისთვის, მარია გლოტოვა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა