სოციალური ინკლუზიის ცენტრი

10 აპრილი,2023

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გაიხსნა სოციალური ინკლუზიის ცენტრი, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სსმ და შშმ მოსწავლეთა სოციალური ინკლუზია და მათი მშობლების მხარდაჭერა.
პროექტის ამოცანებია:

  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნას ადაპტირებული სივრცე, სადაც გაიმართება შშმ პირთა ინტეგრაციისთვის სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა;
  • გორის უნივერისტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერების სტუდენტებისთვის შექმნას პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა;
  • დანერგოს შშმ ბავშვების მშობლების მხარდამჭერი სერვისები (მშობლებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კაბინეტი);
  • დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური ცნობიერების ამაღლების კამპანიები;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების აკადემიურ უნარებზე;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების ფსიქოემოციურ განვითარებაზე.

სოაციალური ცენტრი მუშაობს შაბათ-კვირას და ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობს 70-მდე მოსწავლე.
მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები შემდეგი მიმართულებით: არტთერაპია, მეტყველების თერაპია, ხელსაქმე და მუსიკა. ასევე მათთან აქტიურად მუშაობენ ფსიქოლოგები და სპეცმასწავლებლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა