სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პრეზენტაცია

26 იანვარი,2017

25 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის წლიური ანგარიში. ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს მოახსენა წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ. დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და სასწავლო პროცესის განხრით გამართულ ღონისძიებებს. მან დადებითად შეაფასა წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დადებითად აისახა სტუდენტურ ცხოვრებასა და სასწავლო გრაფიკზე. ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებას სხვადასხვა სფეროში, რაც თავისთავად უნივერსიტეტის წარმატებაზე მეტყველებს. იგი იმედოვნებს, რომ მომავალი წელი გაცილებით დატვირთული იქნება სხვადასხვა ეფექტური და პროდუქტიული ღონისძიებებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა