სისხლის უანგარო დონაციის აქცია
03 ოქტომბერი,20173 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო სისხლის უანგარო დონაციის აქცია, უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტის, 7 წლის შვილის დასახმარებლად, რომელსაც აღმოაჩნდა ლეიკემია და საჭიროებს დიდი რაოდენობით სისხლს.
დონორობის სურვილი ასევე გამოთქვეს გორის მერიის თანამშრომლებმა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა!
გორის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ დონორსა და დონორობის მსურველს!
იმედი გვაქვს დონორების მიერ გაღებული სისხლი დაეხმარება 7 წლის მარიამს გამოჯანმრთელებაში!