შუალედური გამოცდები
20 აპრილი,2015
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 14 აპრილს დაიწყო და 28 აპრილამდე გაგრძელდება 2014-2015 სასწავლო წლის II სემესტრის I შუალედური გამოცდები. გამოცდების მიმდინარეობა შეამოწმეს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, რექტორის მოადგილემ ალექსანდრე მღებრიშვილმა და რექტორის თანაშემწემ ზაქარია დოთიაშვილმა, რომლებიც გაესაუბრნენ სტუდენტებს და უსურვეს წარმატებები საგამოცდო პროცესში.
გამოცდები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე.