შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შეხვედრა გამარჯვებულ სტუდენტებთან
02 ივლისი,2021მიმდინარე წლის 2 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი ვალერიან მჭედლიძე. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა "საქართველოს უნივერსიადა 2021"-ის გორის უნივერსიტეტის გამარჯვებულ სტუდენტებს.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა გამარჯვება, უსურვა შემდგომი წარმატებები და მადლობა გადაუხადა ბატონ ვალერიან მჭედლიძეს სტუმრობისთვის. შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს გორის უნივერსიტეტის სპორტული ცხოვრება და ტრადიეციები, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს სპორტის მიმართულებას უნივერსიტეტში.
ბატონმა ვალერიან მჭედლიძემ ასევე მიულოცა გამარჯვებულ სტუდენტებს, უსურვა შემდგომი წარმატებები და მხარდაჭერა აღუთქვა სპორტული წინსვლის გზაზე.
დასასრულს, "საქართველოს უნივერსიადა 2021"-ის გამარჯვებულებს და მცირე ქვეყნებს შორის ბირთვის კვრაში ევროპის ჩემპიონს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მუჯარიძეს, გადაეცათ შესაბამისი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის სტიპენდია.