შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მე-5 რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა

26 ოქტომბერი,2015

2015 წლის 26 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მე-5 რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. ახალი წარმომადგენლობის გახსნის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის - ახალგაზრდების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების საკითხებზე, საზოგადოების გააქტიურება და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა. საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ამოცანა, ასევე, იქნება მოქალაქეების ინფორმირება მიმდინარე რეფორმების, ახალი პროექტებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს. სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა