შეხვერდა სტუდენტებთან
25 დეკემბერი,20132013 წლის 25 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვერდა სტუდენტებთან. შეხვერდას უძღვებოდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძრვანელი ბატონი მორის შალიკაშვილი. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ,, არასრულწლოვანთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის მიზეზები და რისკ–ფაქტორები და მათი პრევენცია“, ,,განრიდება და მედიაცია“, რამაც სტუდენტებს შეუქმნა სრული წარმოდგენა არასრულწლოვანთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის კრიმინოლოგიური ასპექტების შესახებ;
აღნიშნული შეხვედრა შესაბამისი კურსის ,,არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების ზოგადი მიმოხილვა“–ის ფარგლებში წარიმართა, რომელიც unicef-ის მხარდაჭერის შედეგად უკვე სამი წელია დაინერგა და წარმატებით ხორციელდება სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით.
ბატონმა მორის შალიკაშვილმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე სასწავლო სახელმძღვანელო განკუთვნილი სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მათ შორის დაკავშირებული არასრულწლოვანთა განრიდებასთან და მედიაციასთან, რომელიც დაიბეჭდა და გამოიცა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანეობთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ,,PH international”-ის ფინანსური მხარდაჭერით.