შეხვედრა
24 მაისი,201824 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური იდეების კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად - საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის კავკასიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობა საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიის კონსორციუმთან ერთად IFAD-ის და DANIDA - ას მიერ გამოცხადებულ პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად ბიზნეს საქმიანობის დაწყებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის ბიზნეს გეგმების შემუშავებას და ჩართულობას აღნიშნულ პროექტში. შეხვედრას ესწრებოდნენ, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
შეხვედრას უძღვებოდნენ ბატონი თამაზ მაყაშვილი და ქალბატონი იამზე გოჩაშვილი