შეხვედრა

23 აპრილი,2018

2018 წლის 23 აპრილს, სასწავლო კურსის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სწავლების მე-4 წლის სტუდენტებთან, სტუმარ–მომხსენებლად (Guest speaker) მოწვეული იქნა შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ქალბატონი ნანა გუგუტიშვილი, სპეციალიზირებული პროკურორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

საუბარი შეეხო კანონთან კონფილქტში მყოფ არასრულწლოვანთა განრიდება–მედიაციის საკითხებს, გამოძიების მიმდინარეობისას არასრულწლოვანი ბრალდებული/დაზარალებული/მოწმის დაკითხვა–გამოკითხვის პრაქტიკული ხასიათის საკითხებს. შეხვედრა წარიმართა აქტიური კითხვა–პასუხის რეჟიმში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა