შეხვედრა
13 აპრილი,201813 აპრილს მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ ინიციატივით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უკრაინის ელჩი, ბატონი იგორ დოლგოვი და საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორთან, ბატონ ალექსანდრე მღებრიშვილთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, ბატონ ლევან მიდოდაშვილთან და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს.