შეხვედრა
19 მარტი,20182018 წლის 19 მარტს გორის სახელმწიფი სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები, მოწვეული იყვნენ ქ. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დირექტორები და ისტორიის მასწავლებლები. შეხვედრის მონაწილე სტუმრები გაეცნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს. გაიმართა საქმიანი საუბარი, დაიგეგმა ფაკულტეტსა და სკოლებს შორის ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის მასწავლებელთა კონფერენციები, საჯარო ლექციები, კვლევით პროექტები და სხვ.