შეხვედრა
06 დეკემბერი,20176 დეკემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი იან მალიცკი; აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კავკასიის მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი, გორის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ბატონი დავით ყოლბაია და ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ კავკასიოლოგიის მიმართულებით.
სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრის დროს განიხილეს და მოკლედ შეაჯამეს გორის და ვარშავის უნივერსიტეტების ურთირეთობები აკადემიური და გაცვლითი პროგრამების კუთხით. ასევე, დაისახა კონკრეტული გეგმები საზაფხულო სკოლისა და ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის ტექნიკური აღჭურვის მიმართულებით.