შეხვედრა
29 ნოემბერი,201728 ნოემბერს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტის „ევროპული კულტურის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერიას ეწვივნენ და მოინახულეს გამოფენები „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“, ასევე მუდმივმოქმედი ექსპოზიცია-ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე. მუზეუმში ვიზიტის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სადაც სტუდენტები დაესწრნენ ლექციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.