შეხვედრა

15 ნოემბერი,2017

15 ნოემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, პირველი მრჩეველი, ბატონი გჟეგოჟ სტიკოვსკი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. სტუმრებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტში არსებული ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი, დაესწრნენ პოლონური ენის ლექციას, რის შემდეგაც შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუიზან მექვაბიძეს. შეხვედრის დროს განიხილეს გორისა და პოლონური უნივერსიტეტების მიმდინარე, ერთობლივი პროექტები, გაცვლითი პროგრამები, ასევე დაისახა სამომავლო ფართო თანამშრომლობის გეგმები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა