შეხვედრა
16 ოქტომბერი,201716 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა პროფესიულ - საგანმანათლებლო პროგრამების საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც წარმატებები უსურვა პროფესიული მიმრთულებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.
დამსწეებს საგამოცდო პირობები გააცნო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ კაკუტიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მაკა კურდრელია, გორის უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულების, კოლეჯ „განთიადის“ და სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის აპლიკანტები რომელთაც ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.