შეხვედრა
08 აგვისტო,20178 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში, ასოციაცია "ნაკვალევის" ინიციატივით, "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შესახვედრად ღონისძიებას ეწვია ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი მეუღლესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონი დავით ონიაშილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 10 თვის მანძილზე და მასში ჩართული იყო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-23 წლის 20 ახალგაზრდა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებით არიან დაინტერესებულნი. ახალგაზრდები ეცნობოდნენ დიპლომატიასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში აკრედიტირებული ელჩებისგან და საერთაშორისო დონის ტრენერ-ფასილიტატორებისგან. დასკვნით შეხვედრას კი გაუძღვა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი, რამაც სტუდენტებსა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია.