შეხვედრა
22 ივნისი,201722 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს, მთვარისა სადაღაშვილს, რომელიც კონფლიქტის ზონის მცხოვრებია. მთვარისას ჰამბურგში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ქალბატონმა მარიკა ლაფაური-ბურკმა, გაუკეთა საჩუქარი და 1 კვირით ტურისტულ-შემეცნებითი ტური მოუწყო. ჰამბურგში უნივერსიტეტის სტუდენტს ემიგრანტებმა გადასცეს სიმბოლური და ფასიანი საჩუქრები. გაგრძელება, რომელიც მთვარისას ვიზიტს ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოეწყო, გამოეხმაურა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია.
შეხვედრაზე კი რექტორმა მოისმინა გორის უნივერსიტეტის სტუდენტის შთაბეჭდილებები და მას აღუთქვა სწავლის ნაწილობრივი დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა აღუთქვა დახმარება გერმანულ ენაში მომზადების საფასურის დაფარვაში, ასევე შემდგომში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაში.