შეხვედრა

08 ივნისი,2017

8 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ავსტრიისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ილიას უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა გორის სახელმწიფო უნიევრსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გამოთქვა მზაობა თანამშრომლობასა და მზაობაზე საგანმანათლებლო, აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებზე. შეხვედრის მომხსენებლები ასევე იყვნენ: გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, კულტურის განყოფილების ატაშე, ბატონი კრისტოფერ ფრონცეკი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი თამარ ცოფურიშვილი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ლელა მახვილაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც საელჩოს წარმომაგენლებმა გამართეს შეხვედრა ჯგუფებთან და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს!

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა