შეხვედრა
23 მაისი,201723 მაისს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო აქტივობების შესახებ როგორც აკადემიური, ისე კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხრივ. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მზაობას, დახმარება გაუწიოს მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლებასა და პროგრესზე ორიენტირებულ აქტივობებს.