შეხვედრა

04 მაისი,2017

1 მაისს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ კარამანს.
შეხვედრაზე განიხილეს გორისა და რიზეს უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთობის რამდენიმე საკითხი, კერძოდ: ერთობლივი საზაფხულო ბანაკის მოწყობა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა ქართულსა და თურქულ ენაში; ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამის დამუშავება-განხორციელება და გორის უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის პროცესში ხელშეწყობა.
შეხვედრა დასრულდა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა